ავტორიზაცია

მოურინიომ რეალის ფეხბურთელს თვალი დაადგა

მოურინიომ რეალის ფეხბურთელს თვალი დაადგა
თარიღი 01 ნოე 2021, 12:07

El Nacional-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი, ნაჩო ფერნანდესი შესაძლოა "რომაში" ვიხილოთ. ესპანელი უკანახაზელის ტრანსფერით პირადად ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული.

იმის გათვალისწინებით, რომ "სამეფო კლუბის" აღზრდილს თავის მშობლიურ გუნდში ეძლევა მცირე სათამაშო დრო, "მგლებში" გადასვლის წინააღმდეგი ის არ უნდა იყოს.

"ჯალოროსი" "ბლანკოსის" ექვსიანს სწორედ ამ ვარიანტით თაფლავს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პოზიცია უკავიათ "სანტიაგო ბერნაბეუზე" 31-წლის ცენტრბექის დარჩენა/გაშვების საკითხში.

შეგახსენებთ, ნაჩო "რეალის" მთავარ გუნდში თამაშობს 2011 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 242 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. როგორც ვხედავთ, ესპანელი მადრიდში პორტუგალიელი ტაქტიკოსის მუშაობასაც მოესწრო.