ავტორიზაცია

ანჩელოტი: "ნაჩო რეალის ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია"

ანჩელოტი: "ნაჩო რეალის ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია"
თარიღი 17 აგვ 2021, 10:59

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ შეაქო თავისი შეგირდი, ნაჩო ფერნანდესი, რომელიც "დეპორტივო ალავესთან" შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო:

"ნაჩო რეალის ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია. რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო? ესპანელი ცენტრალური მცველი კონცენტრაციას პრაქტიკულად არასდროს კარგავს.

ფეხბურთში გვხვდება მცველების ორი ტიპი, პესიმისტები და ოპტიმისტები - ფერნანდესი მიეკუთვნება პირველ კატეგორიას, რადგან ის მუდამ ფიქრობს მოსალოდნელი ხიფათის შესახებ.

ცხადია, მის გამოყენებას მომავალშიც ვაპირებ", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა. შეგახსენებთ, "სამეფო კლუბის" ოთხი გოლიდან ბასკების კარში ერთი სწორედ გუნდის აღზრდილმა უკანახაზელმა გაიტანა.