ავტორიზაცია

ექვსი ფეხბურთელი, რომლის თამაშმა და საქმისადმი მიდგომამ ალეგრი განაცვიფრა

ექვსი ფეხბურთელი, რომლის თამაშმა და საქმისადმი მიდგომამ ალეგრი განაცვიფრა
თარიღი 01 Nov 2021, 15:15

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, „ვერონასთან“ 1:2 წაგების შემდეგ, გუნდის ფეხბურთელები მკაცრად გააკრიტიკა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, იტალიელი მწვრთნელი განსაკუთრებით გაბრაზებული იყო ექვსი ფეხბურთელის თამაშით.

ალეგრის უკმაყოფილება გამოიწვია ადრიენ რაბიოს, დეიან კულუშევსკის, როდრიგო ბენტანკურის, ალვარო მორატას, მოიზე კინის და არტურის თამაშმა.

მწვრთნელს მიაჩნია, რომ ნახევარმცველები და ფორვარდები გაცილებით მწვავედ უნდა მოქმედებდნენ.

მოედანზე ნაჩვენები თამაშის გარდა, ალეგრი უკმაყოფილოა კინისა და კულუშევსკის საქმისადმი მიდგომითაც. ის ფიქრობს, რომ ფეხბურთელები არასაკმარისად ცდილობენ.

„იუვეს“ უკლებლივ ყველა მოთამაშე 1-6 ნოემბერს „იუვენტუსის“ ბაზაზე იქნება გამოკეტილია. ამის მიზეზი სამწვრთნელო შტაბის მიერ შეცვლილი სავარჯიშო გეგმაა, რაც თავის მხრივ გუნდის წარუმატებლობებმა გამოიწვია.

სერია ა-ს 11 მატჩში „იუვემ“ 15 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზე იმყოფება.