"ლაპორტას სიტყვებმა ტკივილი მომაყენა", - მესიმ უკმაყოფილება ვერ დამალა
ლეო მესის თქმით, „ბარსელონას“ მისთვის უფასოდ თამაში არ შემოუთავაზებია.
ცნობისთვის, არც ისე დიდი ხნის წინ კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დასძინა, რომ იმედი ჰქონდა, რომ მესი გუნდში უფასოდ დარჩენას თავად შესთავაზებდა.
„მე „ბარსელონაში“ დასარჩენად ყველაფერი გავაკეთე, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული. თუმცა, უფასოდ თამაში ჩემთვის არავის შემოუთავაზებია.
კლუბმა ხელფასის განახევრება შემომთავაზა და პირდაპირ დავთანხმდი. ჩემი მიზანი იყო კლუბის დახმარების გაგრძელება. ასევე, ჩემ ოჯახსაც ესპანეთში უნდოდა დარჩენა.
გავიმეორებ, არავის უთქვამს ჩემთვის, რომ უფასოდ მეთამაშა. ვფიქრობ, ლაპორტას სიტყვები უადგილოა, რითაც მან ტკივილი მომაყენა, რადგან ხალხს ჩემში ეჭვი შეეპარა, ეს არ დამიმსახურებია.“ - აღნიშნა არგენტინელმა.