"ვურჩიე რომ თავი შეეკავებინა", - კაპელომ ალეგრის იუვენტუსში დაბრუნებაზე ისაუბრა
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ, „იუვენტუსში“ მასიმილიანო ალეგრის დაბრუნებაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ალეგრის „იუვეს“ გარდა მადრიდის „რეალიც“ ეპატიჟებოდა, თუმცა იტალიელმა ყოფილ გუნდში დაბრუნება არჩია.
„ალეგრის „იუვენტუსში“ დაბრუნებისგან თავის შეკავება ვურჩიე. ვიწინასწარმეტყველე, რომ ის ყველა პრობლემის „დამნაშავე“ გახდებოდა.
ფეხბურთელები თავიანთ პოტენციალს ბოლომდე ვერ იყენებენ, ამის ხილვა მოედანზეც შეიძლება. სწორედ ამაში, ჩვენ ვადანაშაულებთ მწვრთნელს, რომელიც გუნდიდან ორი წლის წინ გაუშვეს, ეს რთული სიტუაციაა.“ - აღნიშნა კაპელომ.
ალეგრი „იუვენტუსს" 2014-2019 წლებში წვრთნიდა და გუნდთან ერთად ხუთჯერ მოახერხა სკუდეტოს მოგება და გუნდი ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.