ავტორიზაცია

კონტეს მარტივად ვერ დაიყოლიებ - იტალიელმა ტოტენჰემს თავისი მოთხოვნები წაუყენა

კონტეს მარტივად ვერ დაიყოლიებ - იტალიელმა ტოტენჰემს თავისი მოთხოვნები წაუყენა
თარიღი 01 Nov 2021, 18:28

მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

სეზონის წარუმატებელმა დასაწყისმა „ტოტენჰემი“ აიძულა ცვლილებებისთვის მიემართა - კლუბმა გუნდის მთავარი მწვრთნელი ნუნო ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა.

მის შემცვლელად „დეზები“ იტალიელ სპეციალისტს ანტონიო კონტეს განიხილავენ, რომელთან შეთანხმებაც გასულ ზაფხულსაც ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც „ტოტენჰემმა“ არჩევანი ეშპირიტუზე გაამახვილა.

როგორც ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, პოტენციური დამსაქმებლისგან კონტე 3-წლიან კონტრაქტს, წლიური ხელფასის სახით 15 მილიონ ევროს და ზამთარში გუნდის სერიოზულ გაძლიერებას ითხოვს.

სკირას თქმით, ამ მოთხოვნების შემდეგ, კლუბმა დასაფიქრებლად პაუზა აიღო - უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის მოლაპარაკებების დეტალები გახდება ცნობილი.