ავტორიზაცია

ოფიციალურად: ტოტენჰემმა ეშპირიტუ დაითხოვა

ოფიციალურად: ტოტენჰემმა ეშპირიტუ დაითხოვა
თარიღი 01 Nov 2021, 14:03

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლონდონის "ტოტენჰემმა" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ნუნო ეშპირიტუ დაითხოვა. პორტუგალიელმა თავკაცმა "ჰოტსპურში" 4 თვე იმუშავა.

"სპურსმა" ამ დროის განმავლობაში მისი დამრიგებლობით ჩაატარა 17 შეხვედრა - 8 მოგება, 2 ფრე და 7 წაგება, ბურთების შეფარდებით 22:23. დღეს, 1 ნოემბერს, "ტოტენჰემისა" და 47-წლის მწვრთნელის თანამშრომლობა დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგაში ჩატარებული 10 მატჩის შემდეგ, ლონდონური გუნდი 15 ქულით მერვე ადგილზე არის. აღსანიშნავია ისიც, რომ "ჰოტსპურმა" გაიტანა სულ რაღაც 9 გოლი და გაუშვა 16.

შეგახსენებთ, "სპურსში" მოსვლამდე, ეშპირიტუ მოღვაწეობდა "ვულვერჰემპტონში", რომელიც წლების განმავლობაში ეპლ-ის ერთ-ერთ კერკედ კაკლად ჩამოყალიბდა.