რამდენს მიიღებს ეშპირიტუ ტოტენჰემისგან კონტრაქტის ნაადრევი გაწყვეტისთვის?
პორტუგალიელი მწვრთნელი „ტოტენჰემიდან“ დაითხოვეს, თუმცა ფინანსურად ნაწყენი ის ნამდვილად არ დარჩება.
The Sun-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი თავის აწ უკვე ყოფილ სპეციალისტს კონტრაქტის ნაადრევი გაწყვეტისთვის 14 მილიონ ფუნტს (16.5 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი) გადაუხდის.
კონტრაქტის თანახმად, „ტოტენჰემს“ ეშპირიტუ სანტუსთან კონტრაქტის გაწყვეტა უფასოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ გუნდი პრემიერ ლიგის საუკეთესო ექვსეულში ვერ მოხვდებოდა.
თუმცა, „დეზების“ ხელმძღვანელობა სეზონის ცუდი სტარტით იმდენად უკმაყოფილო დარჩა, რომ სეზონის ბოლომდე დაცდა აღარ მოისურვა და პორტუგალიელი სპეციალისტი ნოემბრის პირველ რიცხვშივე დაითხოვა.
სანტუს სამწვრთნელო სკამი საბოლოოდ მას შემდეგ შეირხა, რაც ჩრდილოეთ ლონდონური გუნდი საკუთარ კედლებში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ უშანსოდ 0:3 დამარცხდა.