"მანჩესტერში ძალიან უნდათ, რომ სოლსკიაერმა ზაფხულამდე მაინც იმუშაოს", - ბრიტანელი ჟურნალისტი
The Athletic-ის ინსაიდერმა, დევიდ ორნშტეინმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
"არ ვარ დარწმუნებული, "ემიუს" სოლსკიაერი "ტოტენჰემთან" წაგების შემთხვევაში გაეთავისუფლებინა, რადგან კლუბში ძალიან უნდათ, რომ წარმატებას მიაღწიოს, მის ქვეშ აგებენ გუნდს, ივლისში ახალი კონტრაქტი გაუფორმეს".
"ცხადია, "ლივერპულთან" მარცხი ნამეტანად სასტიკი გამოდგა და კულისებში ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ როგორ განვითარდება გუნდი, მაგრამ ეს საუბრები ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და საქმე იმას ეხებოდა, რომ სწორე სოლსკიაერი წაიყვანს გუნდს წინ და სიტუაციას გამოასწორებს".
"ემიუმ" ამ კვირაში ვარჯიშებზე ხარისხიანად იმუშავა, სოლსკიაერს გასახდელზე კონტროლი არ დაუკარგავს, სერ ალექს ფერგიუსონი მას მხარს უჭერს".
"მიუხედავად ამისა, ზეწოლა არსად გამქრალა. მიუხედავად სოლსკიაერის კონტრაქტის ხანგრძლივობისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დევიდ მოიესი სულ რაღაც ერთ წელიწადში გაათავისუფლეს, არადა გრძელვადიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული".
"ვგონებ, "ემიუ" შეიძლება სოლსკიაერის გათავისუფლებაზე დაფიქრდეს, თუ შედეგები კვლავ არასტაბილური იქნება. შესაძლოა შეცვალონ, მაგრამ ამავდროულად კლუბში ძალიან უნდათ, რომ ზაფხულამდე მაინც იმუშაოს", - განაცხადა ორნშტეინმა.