ავტორიზაცია

ვინისიუსი მბაპეზე: "ნებისმიერი ისურვებდა მასთან ერთად თამაშს, გამორჩეული ფეხბურთელია"

ვინისიუსი მბაპეზე: "ნებისმიერი ისურვებდა მასთან ერთად თამაშს, გამორჩეული ფეხბურთელია"
თარიღი 01 ნოე 2021, 20:41

მადრიდის "რეალის" გარემარბმა, ვინისიუს ჟუნიორმა კილიან მბაპესთან ერთ გუნდში თამაშის პერსპექტივაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს "პსჟ"-ს ფორვარდის მადრიდულ გუნდში შესაძლო გადასვლაზე ბევრი იწერებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ტრანსფერი ჩაიშალა.

22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება და არსებული ცნობით, "სამეფო კლუბში" გადასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს.

"ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა მბაპესთან ერთად თამაშს. გამორჩეული მოთამაშეა, ახალი თაობის წარმომადგენელი და წლების მანძილზე ტოპ-დონეზე იქნება, მესისა და რონალდუს მსგავსად".

"მაგრამ სხვა კლუბების ფეხბურთელებზე საუბარი არ შეიძლება. ახლა ბენზემასთან, როდრიგოსთან, ახართან, ასენსიოსთან და სხვა უმაღლესი დონის შემსრულებლებთან ერთად ვთამაშობ, რითაც სიამოვნებას ვიღებ", - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს AS.