კუმანი დათმობაზე არ მიდის — ბარსელონას ყოფილი დამრიგებელი კლუბისგან კუთვნილ მილიონებს ითხოვს
რონალდ კუმანი, რომელიც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოქტომბრის ბოლოს გაათავისუფლეს, კომპენსაციის სრულად მიღებას გეგმავს.
აქამდე ცნობილი გახდა, რომ 58 წლის სპეციალისტმა კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტისთვის კატალონიური გრანდისგან 12 მილიონი ევრო უნდა მიიღოს.
ჰოლანდიელი დათმობაზე წასვლას არ აპირებს, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo, Catalunya Ràdio-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით. მან "ბარსასგან" 7-8 მილიონის აღება იუარა.
გასულ სეზონში კუმანი ხელფასის 45 პროცენტის გადავადებას დათანხმდა, კატალონიურ გრანდს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო გაურიგდა.
ცნობისთვის, "ბარსელონას" თავისი სხვა ყოფილი მწვრთნელის, კიკე სეტიენისთვისაც არ გადაუხდია კომპენსაცია, რომელიც სასამართლოს გზით კონტრაქტის გაწყვეტისთვის კუთვნილი 14 მილიონის მიღებას ცდილობს.