ავტორიზაცია

აზარს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს — MARCA

აზარს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს — MARCA
თარიღი 01 Nov 2021, 23:33

"რეალის" თავდამსხმელს, ედენ აზარს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს.

30 წლის ბელგიელი სუპერვარსკვლავი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდული კლუბიდან წასვლას არ აპირებს. ედენმა იცის, რომ მოთმინება და ბევრი მუშაობაა საჭირო. მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა, მაგრამ აცნობიერებს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს - ვერ აჩვენებს იმ ფეხბურთს, რომელსაც მისგან ელოდნენ.

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca ბრიტანულ მედიაში აზარისადმი "ნიუკასლის" ინტერესზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. "კაჭკაჭებს" მასთან კონტაქტი არ ჰქონიათ, თავად ფეხბურთელი კი ამ პროექტით დაინტერესებული არ არის. მისი მიზანი "რეალში" თამაშია.

აზარს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მომდევნო ტურში "შახტართან" მატჩში თამაშის და თავის გამოჩენის იმედი აქვს. ბელგიელს ფორმაში ჩადგომა უნდა და ნდობისთვის გადახდა.

მიმდინარე სეზონში გამოცდილმა შემტევმა ლა ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა და თავი ერთადერთი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.