კონტეს პირველი სატრანსფერო სამიზნე ტოტენჰემში - მას იუვენტუსში გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ
ანტონიო კონტე ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ძალიან მალე ოფიციალურად გახდება. SportMediaSet-ის ვარაუდით, იტალიელ სპეციალისტს პირველი სატრანსფერო სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს.
საუბარია ფლორენციის "ფიორენტინას" ახალგაზრდა თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის შესახებ, რომლის სახელს საკმაოდ აქტიურად ტურინის "იუვენტუსსაც" უკავშირებენ.
სერბი ფორვარდი თითქოს თანახმაც იყო "ბებერ ქალბატონში" გადასვლაზე, თუმცა როგორც ვხედავთ, ამ კლუბის სატრანსფერო გეგმების არევას "ჰოტსპური" გეგმავს.
"ვიოლას" შემტევი იტალიაში თამაშობს 2018 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 96 შეხვედრაში 39 გოლის გატანა მოახერხა. როგორც ცნობილია, "იების" 9-იანი თავის გუნდთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.