ავტორიზაცია

გულშემატკივრობდა თუ არა ვინისიუსი ბარსელონას? - თავად ბრაზილიელი ფორვარდის კომენტარი

გულშემატკივრობდა თუ არა ვინისიუსი ბარსელონას? - თავად ბრაზილიელი ფორვარდის კომენტარი
თარიღი 02 Nov 2021, 15:45

ევროპულ პრესაში პერიოდულად იწერება იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალში" გადასვლამდე, ვინისიუს ჟუნიორი "ბარსელონას" გულშემატკივრობდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი თავად ბრაზილიელმა გააკეთა:

"ვგულშემატკივრობდი თუ არა ბარსელონას? არასდროს, უბრალოდ ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ნეიმარი და ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ სად თამაშობს ის.

სწორედ ამის გამო მაბრალებენ იმ გუნდის ქომაგობას. ჩემი თანამემამულე თავდამსხმელის გარდა, ვარ რონალდუს ფანიც, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პსჟ-ს ან მანჩესტერს ვგულშემატკივრობ.

ჩემთვის არსებობს მხოლოდ ერთი გუნდი - რეალი. ეს კლუბი ჩემს სანაცვლოდ იხდიდა არც ისე ბევრს, ყველაზე ნაკლები ბონუსით, თუმცა მე მაინც მადრიდი ავირჩიე".

ეს ნიშნავს იმას, რომ ფული მეორეხარისხოვანია, როდესაც საყვარელ გუნდში თამაშის შესაძლებლობა გეძლევა", - განაცხადა "სამეფო კლუბის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა.