ავტორიზაცია

ალაბა: "ბაიერნი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, მაგრამ რეალი რაღაც განსაკუთრებულია"

ალაბა: "ბაიერნი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, მაგრამ რეალი რაღაც განსაკუთრებულია"
თარიღი 01 ნოე 2021, 23:50

მადრიდის "რეალის" მცველმა, დავიდ ალაბამ, რომელიც წლების მანძილზე "ბაიერნის" ღირსებას იცავდა, ეს ორი კლუბი შეადარა ერთმანეთს.

"რეალში" პირველივე დღიდან განსაკუთრებული აურა ვიგრძენი. შეიძლება კლუბის ისტორიაზე უბრალოდ მაშინაც მოისმინო, როცა ბაზაზე დადიხარ ან ქალაქში დასეირნობ. ეს კლუბი რაღაც განსაკუთრებულია".

"ბაიერნი" მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, როგორც "რეალი". თუმცა, "ბაიერნისადმი" მთელი პატივისცემის მიუხედავად, "რეალში" ყველაფერი ოდნავ უფრო მნიშვნელოვანია".

"ბაიერნში" გატარებულ 13 წელზე მხოლოდ კარგის გახსენება შემიძლია. ამ კლუბის უზომოდ მადლიერი ვარ იმისათვის, რაც მომცა", - ციტირებს ალაბას სიტყვებს Kicker.