ავტორიზაცია

ლეგენდა საქართველოში ჩამოვა - ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში გამოიძახეს

ლეგენდა საქართველოში ჩამოვა - ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში გამოიძახეს
თარიღი 02 ნოე 2021, 18:09

ვეტერანი შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

„მილანის“ 40 წლის თავდამსხმელი შვედეთის ნაკრების განაცხადში მოხვდა და 11 ნოემბერს საქართველოს წინააღმდეგ სათამაშოდ ჩამოვა.

ბოლო პერიოდში ლეგენდარული თავდამსხმელი საუცხოო ფორმაშია - ზლატანმა „რომასთან“ ბოლო შეხვედრაში გოლი ჯარიმიდან გაიტანა, პენალტი მოიპოვა და თავის გუნდს 2:1 გამარჯვებაში დაეხმარა.

ცნობისთვის, იბრას სანაკრებო კარიერა 2016 წლიდან ჰქონდა დასრულებული და ამა წლის მარტში დაბრუნდა. თუმცა, ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა.

მართალია, საქართველოსთვის აღნიშნული შეხვედრა უბრალო ფორმალობაა, რადგან გუნდმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა - შვედეთს გამარჯვება აუცილებლად სჭირდება, რადგან ესპანეთთან ჯგუფის ლიდერობისთვის აქტიურად იბრძვის.

მატჩი საქართველო - შვედეთი 11 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.