კონტე: "რატომ არ დავთანხმდი გასულ ზაფხულს ტოტენჰემში დანიშვნას?"
„ტოტენჰემის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განმარტა, თუ რატომ არ დათანხმდა გასულ ზაფხულს გუნდში მოსვლას.
მას შემდეგ, რაც აპრილში „დეზებმა“ ჟოზე მოურინიო დაითხოვეს, „ტოტენჰემი“ სეზონის ბოლოს კონტეს ხელში ჩაგდებას აქტიურად ცდილობდა, რომელმაც „ინტერი“ სერია ა-ში გაჩემპიონების შემდეგ, ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვა. თუმცა, მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო და ვარიანტების გადარჩევის შემდეგ, ლონდონელებმა არჩევანი ნუნო ეშპირიტუ სანტუზე შეაჩერეს.
„გასულ ზაფხულს, ჩვენი გაერთიანება არ შედგა, რადგან „ინტერიდან“ ახალი წასული ვიყავი და ემოციურად ამ ყველაფერში ზედმეტად ვიყავი ჩაფლული, ამიტომ ვიგრძენი, რომ მწვრთნელობაში დაბრუნებისთვის ეს იდეალური დრო არ იყო.“ - ციტირებს კონტეს სიტყვებს „ტოტენჰემის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელმა ალენატორემ, რომელსაც პრემიერ ლიგა უკვე „ჩელსისთან“ ერთად აქვს მოგებული, „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობას იანვარში ტრანსფერებისთვის მინიმუმ 100 მილიონი ევროს გარანტია მიიღო.