ოფიციალურად: კონტე ტოტენჰემის მწვრთნელია
ოფიციალურდ დადასტურდა, რომ ანტონიო კონტემ ლონდონის "ტოტენჰემი" ჩაიბარა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნულ თანამდებობაზე ნუნო ეშპირიტუ შეცვალა.
"ჰოტსპურის" ტაქტიკოსის კონტრაქტი გათვლილი იქნება 2023 წლამდე, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით, ყოველწლიური ხელფასი კი 15.5 მილიონი ფუნტი.
აქვე დავამატებთ, რომ 52-წლის მწვრთნელის უკანასკნელი კლუბი იყო მილანის "ინტერი", რომელსაც მან 11-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონობა მოაგებინა.
აღსანიშნავია კონტეს პრემიერ ლიგაში მუშაობის გამოცდილებას - 2016-2018 წლებში ის მოღვაწეობდა "სპურსის" თანაქალაქელ "ჩელსიში", რომელსაც აგრეთვე ჩემპიონობა მოუტანა.