ლინეკერი: "ახლა ტოტენჰემი რაღაც ნანგრევებია"
ინგლისის ნაკრების და „ტოტენჰემის“ ექს-ფორვარდმა, გარი ლინეკერმა, გუნდიდან პორტუგალიელი მწვრთნელის, ნუნო ეშპირიტუ სანტუს გაშვებაზე კომენტარი გააკეთა.
ეშპირიტუმ ჩრდილოეთ ლონდონური გუნდი სეზონის სტარტზე ჩაიბარა და პრემიერ ლიგაში მხოლოდ 10 მატჩზე იმუშავა - გუნდმა 5 მოიგო, 5-ჯერ კი დამარცხდა და 15 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.
„ნუნო გაუშვეს. ახლა „ტოტენჰემი“ არის რაღაც ნანგრევები.“ - წერს ლინეკერი „ტვიტერში“.
პრემიერ ლიგის მე-10 ტურში „ტოტენჰემი“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შინ 0:3 დამარცხდა და ხელმძღვანელობამ პორტუგალიელს ეს აღარ აპატია.