ავტორიზაცია

ნიუკასლმა ახალი მწვრთნელი შეარჩია, კაჭკაჭები მასში 7 მილიონ ევროსაც კი იხდიან

ნიუკასლმა ახალი მწვრთნელი შეარჩია, კაჭკაჭები მასში 7 მილიონ ევროსაც კი იხდიან
თარიღი 02 ნოე 2021, 20:09

„ნიუკასლ იუნაიტედის“ ახალი ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ „ვილიარეალის“ მწვრთნელი უნაი ემერი მათ გუნდს უახლოეს პერიოდში ჩაიბარებს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, „ნიუკასლს“ ესპანელ სპეციალისტთან კონტრაქტის გახანგრძლივება უახლოეს პერიოდში სურს, რათა პრემიერ ლიგის მე-11 ტურში, „ბრაიტონთან“ მატჩში მათ გუნდს უკვე ესპანელმა უხელმძღვანელოს.

„ნიუკასლი“ ემერის 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, „ვილიარეალს“ კი მწვრთნელის გამოსყიდვისთვის 7 მილიონ ევროს გადაუხდის.

„კაჭკაჭების“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ხელმძღვანელობა ერიკ ტენ ჰაგს, ჯენარო გატუზოს და ლუსიენ ფავრსაც განიხილავდა, თუმცა არჩევანი ესპანელ ემერიზე შეაჩერა.

ცნობისთვის, უნაი ემერის ინგლისში მუშაობის არც ისე კარგი გამოცდილება აქვს - 2018 წელს მან „არსენალი“ არსენ ვენგერის წასვლის შემდეგ ჩაიბარა, თუმცა სეზონნახევრის შემდეგ ხელმძღვანელობამ მისი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალ გუნდში დანიშვნის შემთხვევაში ემერის ურთულესი ამოცანის შესრულება მოუწევს - „ნიუკასლი" 10 ტურის შემდეგ 4 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება და გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.