ნაკლები ხელფასი და ბონუსები - ხავიმ ბარსელონასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
„ალ სადის“ მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესი „ბარსელონაში“ ანალოგიურ თანამდებობაზე დანიშვნასთან ახლოსაა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიურ გუნდში დაბრუნებაზე ხავის მიერ ნათქვამი თანხმობის შემდეგ, მხარეები პირად კონტრაქტზე შეთანხმდნენ.
კერძოდ, ხავისა და კლუბს ხელშეკრულების ისეთი დეტალები აქვთ შეთანხმებული, როგორიცაა კონტრაქტის ხანგრძლივობა და წლიური ხელფასი.
კატალონიური წყარო აზუსტებს, რომ „ბარსელონაში“ ხავის ხელფასი იმაზე დაბალი იქნება, ვიდრე ის ახლა „ალ სადში“ იღებს.
მოჭრილი ხელფასის ნაცვლად, ხავის დაწესებული ექნება ბონუსები, რომელთა მიღებასაც ის სხვადასხვა კონკრეტული დავალებების შესრულებითა და მიღწევებით მოახერხებს.
უახლოეს პერიოდში, „ბლაუგრანას“ წარმომადგენლები ყატარში გაფრინდებიან, რათა „ალ სადთან“ ხავის კონტრაქტის გაწყვეტაზე საბოლოოდ მოილაპარაკონ.