ავტორიზაცია

"გამორჩეული მწვრთნელია, ყველგან წარმატებას მიაღწია", - გვარდიოლა კონტეს პრემიერ ლიგაში დაბრუნებას გამოეხმაურა

"გამორჩეული მწვრთნელია, ყველგან წარმატებას მიაღწია", - გვარდიოლა კონტეს პრემიერ ლიგაში დაბრუნებას გამოეხმაურა
თარიღი 03 ნოე 2021, 10:42

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "ტოტენჰემის" დამრიგებლის პოსტზე ანტონიო კონტეს დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა.

"კეთილი იყოს შენი დაბრუნება ინგლისში, პრემიერ ლიგაში", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports.

"კონტეს კარიერა ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. ყველგან წარმატებას მიაღწია. ნამდვილად გამორჩეული მწვრთნელია", - დასძინა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, 52 წლის იტალიელმა სპეციალისტმა "დეზების" თავკაცის თანამდებობაზე პორტუგალიელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ ჩაანაცვლა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

კარიერის მანძილზე კონტეს "იუვენტუსი", იტალიის ნაკრები, "ჩელსი" და "ინტერიც" გაუწვრთნია.