ავტორიზაცია

ფერდინანდი კონტეს შესახებ: "ტოტენჰემს ძალიან გაუმართლა, რომ ასეთი დონის მწვრთნელი ჩაიგდო ხელში"

ფერდინანდი კონტეს შესახებ: "ტოტენჰემს ძალიან გაუმართლა, რომ ასეთი დონის მწვრთნელი ჩაიგდო ხელში"
თარიღი 03 ნოე 2021, 10:49

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს დანიშვნას გამოეხმაურა.

"დეზებს" გაუმართლათ, რომ კონტე ჩაიგდეს ხელში - ასეთი დონის მწვრთნელი", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს BT Sport.

"ის არის, ვინც ყველგან იმარჯვებს, სადაც არ უნდა წავიდეს. იცის, როგორ მოიგოს, მაგრამ აგრეთვე ისიც იცის, როგორ ჩაუნერგოს გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი", - დასძინა ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, 52 წლის იტალიელმა სპეციალისტმა "ტოტენჰემის" დამრიგებლის თანამდებობაზე ნუნუ ეშპირიტუ სანტუ ჩაანაცვლა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

კარიერის მანძილზე კონტეს "იუვენტუსი", იტალიის ნაკრები, "ჩელსი" და "ინტერიც" გაუწვრთნია.