ავტორიზაცია

ვეინალდუმი: "მესისთან ერთად ნებისმიერი გუნდი ძლიერია, მბაპე კი გამორჩეული ფეხბურთელია"

ვეინალდუმი: "მესისთან ერთად ნებისმიერი გუნდი ძლიერია, მბაპე კი გამორჩეული ფეხბურთელია"
თარიღი 03 ნოე 2021, 11:16

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედებს ლიონელ მესის არყოფნა გუნდზე, აგრეთვე კილიან მბაპეს შესახებ გააკეთა კომენტარი.

"ვფიქრობ, მესისთან ერთად ნებისმიერი გუნდი ძლიერია. მაგრამ ლეოც ჩემს სიტუაციაშია. კლუბში ახლახანს მოვედი, გუნდში ადაპტაციის გავლა სჭირდება. იმედი მაქვს, "პსჟ"-სთვის მასთან და მის გარეშე თამაშში დიდი განსხვავება არ იქნება".

"თუმცა, როცა გუნდში ისეთი ფეხბურთელია, როგორიც მესი გახლავთ, ავტომატურად ძლიერი ხდება".

"მბაპე გამორჩეული მოთამაშეა. რთულია მისი სხვებთან შედარება, რომლებთან ერთადაც მითამაშია, რადგან ერთმანეთისგან განსხვავებული თვისებები აქვთ. კილიანი ამ ასაკში უკვე ძალიან ძლიერია, მომავალში კი კიდევ უფრო ძლიერი გახდება. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც მასზე შემიძლია", - ციტირებს ვეინალდუმის სიტყვებს RMC Sport.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის ეგიდით, "პსჟ" დღეს "ლაიფციგს" დაუპირისპირდება. მატჩი სტარტს თბილისის დროით 23:59 საათზე აიღებს.