მინოლე: "სტერლინგი ლივერპულში შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, თუმცა სიტიში სათამაშო წუთების მიღება რთულია"

"ბრიუგეს" მეკარემ, სიმონ მინოლემ ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩის წინ "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ რაჰიმ სტერლინგის შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, ეს კლუბები ერთმანეთს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის ეგიდით დაუპირისპირდებიან.
"როცა "ლივერპულში" იყო, შესანიშნავი ფეხბურთელი გახლდათ. მისი კარიერის განვითარებით გაკვირვებული არ ვარ", - ციტირებს მინოლეს სიტყვებს ბრიტანული მედია.
"რა თქმა უნდა, უნდა მეტი ითამაშოს, მაგრამ "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში სათამაშო წუთების მიღება რთულია", - დასძინა ბელგიელმა კიპერმა.
შეგახსენებთ, მინოლე და სტერლინგი მერსისაიდული კლუბის ღირსებას ერთად 2013 წლიდან 2015 წლამდე იცავდნენ.