ბარსელონას სტერლინგის შეძენაში ინგლისური გუნდი შეეცილება
„მანჩესტერ სიტის“ შემტევს, რაჰიმ სტერლინგს მსურველები მარტო საზღვარგარეთიდან კი არა, სამშობლოშიც ჰყავს.
ფეხბურთელმა არც ისე დიდი ხნის წინ ღიად დაადასტურა, რომ მზადაა უფრო დიდი სათამაშო პრაქტიკისთვის სხვა გუნდში გადავიდეს, თუნდაც - არაინგლისურში.
Todofichajes-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ სტერლინგის ტრანსფერში ლონდონის „არსენალი“ შეეცილება, რომელიც მზადაა ინგლისელი შემტევი 2022 წლის იანვარშივე გადაიბიროს.
რაც შეეხება „ბარსელონას“, კატალონიელები არ არიან მზად, რაჰიმის სანაცვლოდ ფული გადაიხადონ და მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულების ვარიანტს განიხილავენ.
2021/22-სეზონში სტერლინგმა პრემიერ ლიგის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ერთი გოლით მოახერხა თავის გამოჩენა.