რეალმა აზარი ტრანსფერზე დააყენა, მსურველთა შორის პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბია
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა მზად არის გუნდის თავდამსხმელს, ედენ აზარს შეელიოს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა ABC იტყობინება, "სამეფო კლუბმა" 30 წლის სუპერვარსკვლავი ტრანსფერზე დააყენა.
ბელგიელის ხელში ჩაგდებაზე პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი ფიქრობს, "ჩელსის" ჩათვლით, სადაც აზარი 2012 წლიდან 2019 წლამდე ირიცხებოდა.
როგორც აღინიშნება, "რეალი" ედენის წასვლას არ შეეწინააღმდეგება. ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული.
მიმდინარე სეზონში აზარმა ყველა ტურნირზე ერთად 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთადერთი შედეგიანი პასით გამოიჩინა.