ტრანსფერი, რომელმაც ვერ გაამართლა - რა გეგმები აქვს რეალს აზარის მომავალთან დაკავშირებით?
ცნობილი გახდა, თუ როგორ აფასებს "რეალი" გუნდის თავდამსხმელის, ედენ აზარის პერსპექტივებს.
ასე და ამგვარად, Marca-ს ინფორმაციით, მადრიდულ კლუბში ბელგიელის ტრანსფერს წარუმატებლად თვლიან.
"რეალში" ფიქრობენ, რომ 30 წლის შემტევი იმ დონეზე ვეღარ ითამაშებს, რომელსაც "ჩელსიში" აჩვენებდა, ამიტომაც კლუბი მისთვის საუკეთესო ვარიანტს ეძებს.
"რეალი" ედენთან ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე განშორებას არ აპირებს, რადგან მასში გადახდილი თანხის ნაწილის ამოღება სურს. კლუბი აზარის ტრანსფერზე მუშაობას 2022 წლის ზაფხულში დაიწყებს.
თავის მხრივ, როგორც აქამდე გახდა ცნობილი, თავად ბელგიელიც არ გეგმავს იანვარში "რეალიდან" წასვლას.
მიმდინარე სეზონში აზარმა ყველა ტურნირზე ერთად 10 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.