ფერდინანდი: "რონალდუს აკრიტიკებენ, მაგრამ თამაშში აკეთებს იმას, რაც ყველაზე რთულია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში "ატალანტასთან" (2:2) გამართული მატჩი შეაფასა.
"ხალხი ამბობს, რომ რონალდუ საკმარისად არ მუშაობს, მაგრამ თამაშში ყველაზე რთულს აკეთებს - გოლები გააქვს. კრიტიკულ მომენტში ჩნდება - ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ სტადიონზე, ნებისმიერ დროს. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ჩნდება და თავის საქმეს აკეთებს".
"იუნაიტედს" მანჩესტერ სიტისთან" ისე რომ ეთამაშა, როგორც მეორე ტაიმში, მას კვლავ გაანადგურებდნენ, 3, 4, 5 გოლს გაუტანდნენ. ინტენსივობა არ გახლდათ. როცა ამას უყურებ, გიჩნდება კითხვა, რა სქემით თამაშობენ. ეს არეულობა იყო. მეორე ტაიმში კრიშტიანუმ გადაარჩინა ისინი".
"რაფაელ ვარანი დაცვის ორივე მხარეს ძალიან კარგად კეტავს და მისი გასვლისთანავე, თავდაჯერებულობის აბსოლუტური ნაკლებობა შესამჩნევი გახდა".
"ოთხმცველიან სქემაზე გადაეწყვნენ და ჩანდა, რომ "ატალანტას" ამ გუნდთან გამკლავება ნებისმიერ მომენტში შეეძლო".
"იუნაიტედს" გაუმართლა, "ატალანტამ" მეტი რომ ვერ გაიტანა და დიდებული ადამიანი გამოვიდა წინა პლანზე", - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს BBC.