"35 წლის ასაკშიც გააგრძელებს სულელური რაღაცების კეთებას", - სქოულზმა პოგბა მკაცრად გააკრიტიკა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელმა, პოლ სქოულზმა ჩემპიონთა ლიგაზე "ატალანტასთან" (2:2) მატჩის შემდეგ გუნდის ნახევარმცველი, პოლ პოგბა გააკრიტიკა.
"პოგბას მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. ეს უნდა იყოს ის, ვისაც სრულად სცემს პატივს, ყოველთვის ვიღაც გამოცდილი უნდა იყოს მასთან ახლოს".
"რამდენი წლის არის? 28 - ნამდვილად გამოცდილი ფეხბურთელია. მაგრამ ერთ-ერთი მათგანია, ვინც 35 წლის ასაკშიც იგივე დარჩება. სულელური რაღაცების კეთებას გააგრძელებს - ხალხის ყურადღებას იპყრობს, თავისი ძალისა და ტექნიკის დემონსტრირებას ახდენს".
"პოგბას შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი კონცენტრაციაა. ზოგჯერ უბრალოდ ოცნებათა სამყაროშია".
"როცა "იუვენტუსში" თამაშობდა, შესანიშნავი იყო, ამიტომაც ვიყიდეთ. მის გარშემო გამოცდილი ბიჭები იყვნენ - პირლო, ბუფონი, კიელინი, ბონუჩი - აგრესიული მწვრთნელიც ჰყავდა. 35 წლამდე ასეთი მიდგომა დასჭირდება", - ციტირებს სქოულზის სიტყვებს Daily Mail.