ავტორიზაცია

როგორ შეხვდა ტოტენჰემში კონტეს დანიშვნას ჰარი კეინი, აპირებს თუ არა ისევ გუნდიდან წასვლას?

როგორ შეხვდა ტოტენჰემში კონტეს დანიშვნას ჰარი კეინი, აპირებს თუ არა ისევ გუნდიდან წასვლას?
თარიღი 03 Nov 2021, 16:15

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა, ლონდონური გუნდიდან წასვლა გადაიფიქრა მას შემდეგ, რაც მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე დაინიშნა.

The Sun-ის ინფორმაციით, ინგლისელი თავდამსხმელი ფიქრობს, რომ იტალიელ მწვრთნელს „დეზებში“ კარგი შედეგების მიღწევა შეუძლია და ამიტომ, თავის პოზიციასაც გადახედა.

ისევე, როგორც მთელი გუნდი, კეინიც ბედნიერი დარჩა იმით, რომ ნუნო ეშპირიტუ სანტუს გაშვების შემდეგ, „ტოტენჰემის“ მწვრთნელობა ავტორიტეტულ კონტეს ჩააბარეს.

ზაფხულში კეინი გუნდის პრეზიდენტზე, დანიელ ლევიზე იყო განაწყენებული იყო, რადგან მიაჩნდა, რომ კლუბის ხელმძღვანელმა ჯენტლმენური შეთანხმება დაარღვია და მის სხვა, უფრო ძლიერ გუნდში გაშვებაზე უარი თქვა.

ცნობისთვის, გასულ ზაფხულს კეინის შეძენას ყველაზე აქტიურად „მან სიტი“ ცდილობდა, თუმცა „ტოტენჰემმა“ ყველა მცდელობა დაბლოკა და უკმაყოფილო კეინს ჩრდილოეთ ლონდონში მოუწია დარჩენა.