ავტორიზაცია

ბომბა შეთანხმება! შოთა არველაძე ინგლისის ჩემპიონატში იმუშავებს

ბომბა შეთანხმება! შოთა არველაძე ინგლისის ჩემპიონატში იმუშავებს
თარიღი 03 Nov 2021, 17:56

თურქული მედია სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე ინგლისის პრემიერშიფში იმუშავებს.

ამის შესახებ თურქული გამოცემები იუწყებიან და წერენ, რომ მხარეები შეთანხმდნენ, შეთანხმება კი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

შოთა არველაძე ამჟამად სტამბოლში იმყოფება, სადაც შეხვედრა გამართა ჰალ სიტის ხელმძღვანელებთან. როგორც იწერება, კონტრაქტი იქნება ორწლიანი.

ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ჰალ სიტი 9 ქულით ბოლოდან მე-3 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონაშია, თუმცა უშუალო კონკურენტებთან სხვაობა მხოლოდ 4-5 ქულაა.