კროოსის აგენტი: "ჰოლანდის ტრანსფერი საერთო ჯამში 250-300 მილიონი ევრო დაჯდება"
მადრიდის "რეალის" ცენტრალური ნახევარმცველის, ტონი კროოსის აგენტმა, ფოლკერ სტრუტმა, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"ჰოლანდი 2022 წელს უდიდესი ალბათობით დორტმუნდს დატოვებს. მის კონტრაქტში არის პუნქტი გამოსყიდვის შესახებ, რომლითაც ევროპული კლუბები ისარგებლებენ.
რა თანხა დაუჯდება ერლინგი მის შემდეგ კლუბს? გამოსასყიდი თანხის, ხუთწლიანი კონტრაქტით გაწერილი ხელფასისა და საკომისიოების გათვალისწინებით, დაახლოებით 250-300 მილიონი.
რაც შეეხება ნორვეგიელი თავდამსხმელის კონკრეტულად მხოლოდ კლაუსულას, საუბარია 75 მილიონი ევროს შესახებ", - განაცხადა გერმანელი ფლეიმეიქერის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდის სახელს უკავშირებენ არაერთ ტოპ-კლუბს, მათ შორის მადრიდის "რეალს", "ბარსელონას", "მანჩესტერ სიტის" და სხვებს.