იუვენტუსის ტალანტი, რომელიც გაუჩინარდა - ის დეპრესიაშია და 19-წლის ასაკში კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
ევროპულმა პრესამ ოქტომბრის შუა რიცხვებში დაწერა მოჰამედ იჰატარენის გაუჩინარების შესახებ. ნიდერლანდელი შემტევი ნახევარმცველი კავშირზე 10 დღის მანძილზე არ გამოდიოდა.
გენუის "სამპდორიაში" იჯარით მოთამაშე ფლეიმეიქერი გამოჩნდა ოქტომბრის ბოლოს და Calciomercato-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელის გარშემო ყველაფერი რთულად არის.
19-წლის გამთამაშებელი არის დეპრესიაში და ის კარიერის დასრულების შესახებ სერიოზულად ფიქრობს. იჰატარენმა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო მამის გარდაცვალების შემდეგ, 2019 წელს.
მშობლის დაკარგვის შემდეგ, ნიდერლანდელი ჰავბეკის ცხოვრება აირია, რაც მოგვიანებით დისციპლინარულ დარღვევებში გადაიზარდა. მოჰამედს უკვალოდ გაუჩინარება "პსვ ეინდჰოვენში" თამაშის დროსაც ახასიათებდა.
შეგახსენებთ, რომ "ბებერმა ქალბატონმა" თავისი შუახაზელი გაიფორმა გასულ ზაფხულს, თუმცა მომენტალურად იჯარით გაუშვა "მეზღვაურებში", სადაც მას ჯერ არ უთამაშია.