იუვენტუსის ნიდერლანდელ ტალანტს უკვე 10 დღეა, რაც ვერ პოულობენ - სად გაქრა იჰატარენი?
La Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" საკუთრებაში მყოფი ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი, მოჰამედ იჰატარენი 10 დღის წინ გაუჩინარდა.
ნიდერლანდელი ფლეიმეიქერი განათხოვრების წესით თამაშობს გენუის "სამპდორიაში" და ის თავის კლუბთან კონტაქტზე უკანასკნელად 12 ოქტომბერს გამოვიდა. განგაში სწორედ "მეზღვაურებმა" ატეხეს.
"ბებერი ქალბატონის" გამთამაშებელმა ოჯახური მიზეზების გამო ითხოვა სამშობლოში დაბრუნება, რაზეც "ლურჯებმა" განაცხადეს თანხმობა, თუმცა იმის შემდეგ, ფეხბურთელი გაუჩინარებულია.
19-წლის ჰავბეკის შესახებ არაფერი იცის მინო რაიოლამაც, რომელიც ცნობისთვის მისი აგენტია. შეგახსენებთ, რომ "ბიანკონერის" "სამპდორიას" მე-20 ნომრის ტრანსფერი სულ რაღაც ორი მილიონი დაუჯდა.
"იუვენტუსმა" იჰატარენი გაანათხოვრა მომენტალურად, "სამპდორიაში", რომლის შემადგენლობაში მას ჯერ არ უთამაშია. ნიდერლანდელი შუახაზელის წინა გუნდი კი "პსვ ეინდჰოვენი" იყო.
სწორედ "ფერმერების" შემადგენლობაში გაიბრწყინა მოჰამედმა, რომლის რიგებში მან ჩაატარა 74 შეხვედრა და გაიტანა 10 გოლი. ამის გარდა, ტურინელთა ნახევარმცველმა ნიდერლანდების რამდენიმე ასაკობრიბი ნაკრებიც მოიარა.
"იუვენტუსი რონალდუს წასვლის შემდეგ უფრო გუნდურ ფეხბურთს თამაშობს", - ბონუჩიმ მიზეზი განმარტა