"დელ პიერო იუვენტუსში ალეგრის ადგილის დაკავებას გეგმავს", - იტალიელი მწვრთნელი
კარლო ანჩელოტის ყოფილმა თანაშემწემ, ჯორჯო ჩიასკინიმ ტურინის "იუვენტუსის" შესახებ საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელი განცხადება გააკეთა. იტალიელი მაქს ალეგრის სამსახურს შეეხო.
"ვფიქრობ, ალეგრის ნაცვლად იუვენტუსში დელ პიერო მოვა. არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება უახლოეს მომავალში, თუმცა ადრე თუ გვიან, ალესანდრო თავის საყვარელ გუნდში დაბრუნდება.
დამწყები იტალიელი სპეციალისტი მწვრთნელის რანგში თავის გზას იწყებს ახლა და თავის გზაზე მას უამრავი სირთულის გადაგორება მოუწევს. მჯერა, რომ ტურინელთა ლეგენდა თავს ყველაფერს გაართმევს".
შეგახსენებთ, რომ "პინტურიჩიომ" სამწვრთნელო ლიცენზია ცოტა ხნის წინ მართლაც აიღო. რაც შეეხება "ბებერ ქალბატონს", დღეს ეს გუნდი "ვერონას" ესტუმრება.