ვის მოიაზრებს ფერგიუსონი სოლსკიაერის პოტენციურ შემცვლელად?

Daily Star-ის ინფორმაციით, ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობისთვის თავისი კანდიდატი უკვე შეარჩია.
ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლების შემთხვევაში, ყოფილი შოტლანდიელი სპეციალისტი მხარს დაუჭერს "პარი სენ-ჟერმენის" ამჟამინდელი დამრიგებლის, მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურას.
"მანკუნიანელების" ექს-ტაქტიკოსი არგენტინელი თავკაცის დიდი თაყვანისმცემელია, ჯერ კიდევ მას შემდეგ, რაც ის ლონდონის "ტოტენჰემის" რიგებში მოღვაწეობდა.
ცხადია, "პსჟ"-ს მწვრთნელის "ოლდ ტრაფორდზე" გადმოყვანა ასე მარტივად ვერ მოხერხდება, იქამდე, საჭირო იქნება ფრანგულ კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტის გაწყვეტა.