მიზეზი, რის გამოც მანჩესტერისა და კონტეს თანამშრომლობა არ შედგა

Daily Star-ის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ანტონიო კონტე პრიორირეტული ვარიანტი არ ყოფილა. "წითელმა ეშმაკებმა" იტალიელი სპეციალისტის მოყვანა მისი რამდენიმე მოთხოვნის შემდეგ გადაიფიქრეს.
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილ ტაქტიკოსს ჰქონდა ასეთი ულტიმატუმი - 18 მილიონი ფუნტი სტერლინგი ყოველწლიური ხელფასის სახით, კონტრაქტი 2025 წლამდე.
სხვა - მთელი თავისი სამწვრთნელო შტაბის მოყვანა, გუნდის გადაწყობა თავის საყვარელ 3-5-2 ტაქტიკაზე და ინვესტიციები უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.
ამის გარდა, "მანკუნიანელებს" ოლე-გუნარ სოლსკიაერისთვის კომპენსაციის გადახდით ხომ დამატებითი ხარჯი ექნებოდათ. ერთი სიტყვით, "ოლდ ტრაფორდზე" ჩათვალეს, რომ 52-წლის მწვრთნელის დანიშნვით, დამატებითი პრობლემები იქნებოდა.