ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? - ქართველი ლეგიონერები, რომას რევანშის წყურვილი 1:6-ის შემდეგ და კონტეს დებიუტი ტოტენჰემში

რას ვუყუროთ დღეს? - ქართველი ლეგიონერები, რომას რევანშის წყურვილი 1:6-ის შემდეგ და კონტეს დებიუტი ტოტენჰემში
თარიღი 04 ნოე 2021, 10:19

დღეს საღამოს გაიმართება ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობას ქართველი ლეგიონერებიც მიიღებენ. განვიხილოთ ყველაზე საინტერესო მომენტები.

"გენტი", რომელსაც დაუბრუნდა გიორგი ჩაკვეტაძე "პარტიზანს" მიიღებს. ქართველი შემტევი ნახევარმცველი ბელგიელთა განაცხადშია და ის დიდი ალბათობით მოედანზეც გამოვა.

"ანორთოსისი" ესტუმრება "ფლორას" და აღნიშნულ შეხვედრაში არ იქნება გიორგი ლორია, თუმცა აუცილებლად იქნება ნიკა კაჭარავა. დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" ესტუმრება "პაოკს", ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას "სლოვანი" კი "ლინკოლნს".

აგრეთვე საინტერესო იქნება "რომასა" და "ბოდო გლიმტის" შეხვედრა. შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველ მატჩში "მგლები" ნორვეგიელებთან სენსაციურად 1:6 განადგურდნენ.

დღეს აგრეთვე შედგება ანტონიო კონტეს დებიუტი "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის რანგში, მოწინააღმდეგე "ვიტესი" იქნება. საინტერესო შეხვედრების სრული განრიგი კი ასეთია:

19:30 - ფლორა-ანორთოსისი

21:45 - ლეგია-ნაპოლი

21:45 - მონაკო-პსვ

21:45 - გენკი-ვესტ ჰემი

21:45 - სოსიედადი-შტურმი

21:45 - გენტი-პარტიზანი

21:45 - ლინკოლნი-სლოვანი

23:55 - მარსელი-ლაციო

23:55 - ტოტენჰემი-ვიტესი

23:55 - ლესტერი-სპარტაკი

23:55 - რომა-ბოდო გლიმტი

23:55 - ლევერკუზენი-ბეტისი

23:55 - პაოკი-კოპენჰაგენი