ავტორიზაცია

"რომამ კინაღამ იუვენტუსში გამყიდა, მე კი არაფერი ვიცოდი", - ჯეკო

"რომამ კინაღამ იუვენტუსში გამყიდა, მე კი არაფერი ვიცოდი", - ჯეკო
თარიღი 04 ნოე 2021, 15:22

მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ ტურინის "იუვენტუსში" ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა. ბოსნიელმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ "რომამ" მოლაპარაკებები მის დაუკითხავად წამოიწყო.

"შემეძლო თუ არა იუვენტუსში გადასვლა? ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ინტერში ბედნიერი ვარ. არ ღირს წარსულში ჩაძიება და ამ ამბავს წერტილი მინდა დავუსვა.

ავღნიშნავ მხოლოდ იმას, რომ რომამ მათთან მოლაპარაკებები ჩემს დაუკითხავად წამოიწყო. ტურინში შესაძლო გადასვლის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა, უცნაურია.

საბოლოოდ დავრჩი "მგლებში", რადგან კლუბმა ჩემი შემცვლელი ვერ იყიდა. ახლა ვარ ქალაქ მილანში, სადაც ყველაფერი მაკმაყოფილებს", - განაცხადა "ნერაძურის" შემტევმა.