"ლივერპულით მოვიხიბლე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩელსიში ვთამაშობდი", - სალაჰი
"ლივერპულის" ლიდერმა, მოჰამედ სალაჰმა გაიხსენა მომენტი, როდესაც მან თავის ამჟამინდელ გუნდში გადასვლა გადაწყვიტა. ეგვიპტელი თავდამსხმელი მერსისაიდში არსებული საფეხბურთო ატმოსფეროთი მოიხიბლა.
"ლივერპული? ამ გუნდით მოვიხიბლე მაშინ, როდესაც პირველად ენფილდზე ჩამოვედი. იმ დროს ვიყავი ჩელსის ფეხბურთელი, ისინი კი ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ.
სტადიონზე იყო წარმოუდგენელი ატმოსფერო, შემდეგ კი გავიფიქრე - ვაუ, დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი აქ. რომაში თამაშის დროსაც, როდესაც საუბარი ჩამოვარდა ტრანსფერზე, მე მერსისაიდი ვახსენე.
ამის გარდა, უფრო ადრე, ამ გუნდით PlayStation-ზე ვთამაშობდი. ერთი სიტყვით, "წითლებთან" ემოციური კავშირი ყოველთვის მქონდა", - განაცხადა "სქაუზერთა" ფორვარდმა.
"ენფილდელთა" მე-11 ნომერი გულისხმობს 2014 წლის აპრილში გამართულ შეხვედრას, რომელიც დასრულდა ლონდონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0. 29-წლის შემტევმა მოედანზე 60 წუთი გაატარა.
უფრო კონკრეტულად კი ეს არის მატჩი, რომელშიც სტივენ ჯერარდს მოუსრიალდა ფეხი, დემბა ბამ კი ეს შეცდომა გატანილ გოლად აქცია. ამ ყველაფრის მომსწრე იყო სალაჰიც, მაგრამ არა "ლივერპულის" მაისურით.