ავტორიზაცია

კეინი კონტეს დანიშვნით გახარებულია და წასვლა გადაიფიქრა — იტალიელი ტოტენჰემში 2 ტოპ-ფეხბურთელის მიყვანას გეგმავს

კეინი კონტეს დანიშვნით გახარებულია და წასვლა გადაიფიქრა — იტალიელი ტოტენჰემში 2 ტოპ-ფეხბურთელის მიყვანას გეგმავს
თარიღი 04 ნოე 2021, 20:01

"ტოტენჰემის" თავდამსხმელი, ჰარი კეინი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს დანიშვნით აღფრთოვანებულია.

როგორც ბრიტანულ მედიაში იწერება, ინგლისელი 52 წლის სპეციალისტს წარმატებულ მწვრთნელად თვლის და მასთან მუშაობის შესაძლებლობით მოხარულია.

შეგახსენებთ, "დეზების" კაპიტანი იმედგაცრუებული იყო იმ ფაქტით, რომ კლუბს ამბიციები აკლდა, რის გამოც გასულ ზაფხულს წასვლას ცდილობდა.

ახლა კი, 28 წლის ფორვარდი კონტეს დანიშვნას დადებითად აფასებს.

უახლოესი ორი თვის მანძილზე კონტე გუნდის დონეს შეაფასებს და გადაწყვეტს, თუ ვინ შეიძლება გაიყიდოს ახალი ფეხბურთელების შესაძენად.

"ტოტენჰემი" კონტეს დაჰპირდა, რომ ზამთარში "ფიორენტინას" თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის შეძენას ეცდება, რომელმაც ამ სეზონში 12 მატჩში 10 გოლი გაიტანა. აგრეთვე, მწვრთნელს "ინტერის" ნახევარმცველი, ნიკოლო ბარელა აინტერესებს.

თავის მხრივ, მიმდინარე სეზონში კეინმა ყველა ტურნირზე ერთად "დეზების" მაისურით 14 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.