ავტორიზაცია

მოურინიო: "ტოტენჰემმა ჩინებული მწვრთნელი დაიქირავა, მაგრამ აქამდეც ძალიან კარგი დამრიგებელი ჰყავდა"

მოურინიო: "ტოტენჰემმა ჩინებული მწვრთნელი დაიქირავა, მაგრამ აქამდეც ძალიან კარგი დამრიგებელი ჰყავდა"
თარიღი 04 ნოე 2021, 20:30

"რომას" დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო, რომელსაც აქამდე "ტოტენჰემშიც" უმუშავია, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, "დეზებმა" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნუნუ ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ანტონიო კონტე დანიშნეს.

"ჩინებული მწვრთნელი დაიქირავეს, მაგრამ აქამდეც ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავდათ, რომელმაც "ვულვერჰემპტონში" 4-5 წელიწადი მშვენივრად იმუშავა და არა ერთი წელი ან რამდენიმე თვე".

"ამიტომაც ვერ ვიტყვი, რომ ახლა კარგი მწვრთნელი ჰყავთ. შემიძლია ეს ვთქვა, მაგრამ აქამდეც ჰყავდათ კარგი მწვრთნელი", - თქვა მოურინიომ Sky Italia-სთან ეთერში.

შეგახსენებთ, თავად 58 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი "ტოტენჰემს" 2019 წლის ნოემბრიდან 2021 წლის აპრილამდე ედგა სათავეში.