შეთანხმება ახლოსაა — ბარსელონაში დემბელეს მომავალი უახლოეს პერიოდში გაირკვევა
"ბარსელონას" გარემარბი, უსმან დემბელე კატალონიურ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებასთან ახლოსაა.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo იტყობინება, კლუბიც და ფეხბურთელის წარმომადგენლებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და გარიგების გაფორმებას ამ თვეშივე გეგმავენ.
ახალი ხელშეკრულების ვადა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არსებობს. ერთ-ერთი განხილვადი ვარიანტი თანამშრომლობის 3+1 სქემით გაგრძელებაა.
ამასთანავე, 24 წლის ფრანგი მზადაა ხელფასის შემცირებას დათანხმდეს იმასთან შედარებით, რამდენსაც ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით გამოიმუშავებს.
ფინანსური დანაკარგის ანაზღაურებას თავდამსხმელი გარკვეული მიზნების მიღწევისთვის შესაბამისი ბონუსების ხარჯზე მოახერხებს.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, დემბელეს "ბარსელონაში" დარჩენა უნდა, მიუხედავად სხვა ევროპული ტოპ-კლუბების ინტერესისა.
უსმანს მოქმედი ხელშეკრულების ვადა სეზონის ბოლოს ეწურება. არსებული ცნობით, "ბარსამ" შესაძლოა იგი გუნდიდან მოკვეთოს, თუ იანვრამდე კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
დემბელემ ამ სეზონში პირველი მატჩი სამშაბათს გამართა - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის ეგიდით, კიევის "დინამოსთან" (1:0).