ავტორიზაცია

"იუვენტუსის დომინაცია მე დავიწყე და ინტერთან ერთად მევე დავასრულე", - კონტე სერია ა-ში მუშაობის შესახებ

"იუვენტუსის დომინაცია მე დავიწყე და ინტერთან ერთად მევე დავასრულე", - კონტე სერია ა-ში მუშაობის შესახებ
თარიღი 04 ნოე 2021, 22:06

"ტოტენჰემის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, რომელსაც აქამდე "იუვენტუსსა" და "ინტერში" უმუშავია, სერია ა-ში მუშაობის შესახებ ისაუბრა.

"ეს წარსულია. აწმყოთი ვცხოვრობ. "იუვენტუსში" 13 წელი ვთამაშობდი და ბევრი მოვიგე, ყველაფერი. შემდეგ მწვრთნელის რანგში დავბრუნდი და ზედიზედ 9 ტიტული დავისაკუთრე".

"ეს დომინაციაზე მეტყველებს. მე დავიწყე ეს ციკლი და "ინტერთან" ერთად მე დავასრულე. მილანში გატარებულ ბოლო ორ წელში გატანილი გოლების მიხედვით მეორე მაჩვენებელი გვქონდა, ხოლო გაშვებული გოლების რაოდენობით პირველი".

"ჩემი წარსული, ის, რაც წინა გუნდებში გამიკეთებია, ჩემთვის მნიშვნელოვანია და ამით ვამაყობ. ჩემთვის "ტოტენჰემი" ახალი გამოწვევაა და მინდა, რომ ჩემს სამწვრთნელო კარიერაში მნიშვნელოვან ნაწილად იქცეს", - ციტირებს 52 წლის იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, კონტე "ტოტენჰემის" დამრიგებლად ახლახანს დაინიშნა, აღნიშნულ პოსტზე მან გათავისუფლებული ნუნუ ეშპირიტუ სანტუ ჩაანაცვლა.