ავტორიზაცია

"მიეცით ოქროს ბურთი ლევანდოვსკის, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემსას მივცემ!", - ბარსელონას ლეგენდა

"მიეცით ოქროს ბურთი ლევანდოვსკის, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემსას მივცემ!", - ბარსელონას ლეგენდა
თარიღი 04 ნოე 2021, 23:53

"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, ლუის სუარეს მირამონტესმა "ოქროს ბურთის" თაობაზე თავისი ფავორიტი დაასახელა.

ასე და ამგვარად, ვეტერანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჯილდო "ბაიერნის" თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის უნდა გადაეცეს.

"მიეცით "ოქროს ბურთი" ლევანდოვსკის, ჯანდაბა! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემსას მივცემ!", - თქვა მირამონტესმა.

აღსანიშნავია, 86 წლის ესპანელი საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელი შორეულ 1960 წელს გახდა.

ცნობისთვის, "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს, პარიზში გაიმართება.