ავტორიზაცია

"ბარსელონა უფეხო და უთავო გუნდია, სურვილის შემთხვევაში რეალი 4 გოლსაც გაიტანდა", - ლუის სუარეს მირამონტესი

"ბარსელონა უფეხო და უთავო გუნდია, სურვილის შემთხვევაში რეალი 4 გოლსაც გაიტანდა", - ლუის სუარეს მირამონტესი
თარიღი 25 ოქტ 2021, 18:26

„ბარსელონა“ ექს-ფეხბურთელმა, ლუის სუარეს მირამონტესმა, ლა ლიგის მე-10 ტურში „რეალთან“ წაგებულ კლასიკოზე ილაპარაკა.

„ეს გუნდი სულაც არ ჰგავს იმას, რაც რამდენიმე წლის წინ იყო. არც იგივე სტილში თამაშობს და არც მიახლოვებულად.

ისინი აგრესიულები არ არიან და გუნდურად არ თამაშობენ. ზედმეტად ბევრი ფეხბურთელი საჭირო დონესაც კი ვერ აკმაყოფილებს. ეს ამჟამად უფეხო და უთავო გუნდია.

„ბარსელონას“ მცირე ძლიერი მხარე აქვს შეტევის სახით და სრული არეულობაა დაცვაში. ასე გუნდი წინ ვერასდროს ვერ წავა.

„რეალს“ რომ მოენდომებინა, 4 გოლსაც კი მარტივად გაიტანდა, „ბარსელონა“ კი უბრალოდ ვერ უტევს პატარა ბავშვის გარეშე, რომელიც გუნდს წელიწადნახევარი ტრავმის გამო არ ჰყავდა (ანსუ ფატი - ავტ). - აღნიშნა მირამონტესმა.