ლუი საა: "ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ბენზემას ვუჭერ მხარს, მისი გამარჯვება რაღაც სკანდალური არ იქნება"
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ლუი საამ "რეალის" ფორვარდი, კარიმ ბენზემა შეაქო.
"აბსოლუტურად ფანტასტიკური ფეხბურთელი. არა მგონია, არსებობდეს კიდევ ერთი თავდამსხმელი, რომელიც ინსპირაციის მომენტში თანაგუნდელებისთვის თამაშს ასე კომფორტულს ხდის. ეს მოხდა საფრანგეთის ნაკრებშიც".
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში მას ვუჭერ მხარს. თუ ის გაიმარჯვებს, ეს რაღაც სკანდალური არ იქნება. თუმცა, მაგალითად, ასეა სალაჰის შემთხვევაშიც. ორივეს ვადევნებ თვალყურს", - ციტირებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელის სიტყვებს AS.
ცნობისთვის, საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 29 ნოემბერს, პარიზში გასამართ დაჯილდოების ცერემონიაზე გაიცემა.