ნაცნობი სცენარი: რეალიდან იუვენტუსში - შემდეგი აზარი იქნება?
ევროპულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მადრიდის "რეალი" თავის შემტევ ნახევარმცველთან, ედენ აზართან განშორების წინააღმდეგი არ არის.
ბელგიელი ფლეიმეიქერის სახელი მომენტალურად დაუკავშირეს პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდს, ABC-ის აზრით კი ფავორიტად ტურინის "იუვენტუსი" მოიაზრება.
გამოცემა ხაზს უსვამს "სამეფო კლუბსა" და "ბებერ ქალბატონს" შორის არსებულ კარგ ურთიერთობას, რაც წარსულში არაერთი განხორციელებული ტრანსფერით იქნა დამტკიცებული.
"ბიანკონერის" მიზანია "ბლანკოსის" გამთამაშებლის განათხოვრების წესით აყვანა, თუმცა ესპანელების პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, რადგან არაა გამორიცხული, რომ პრიორიტეტი იყოს გაყიდვა და არა იჯარა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში გადმოსვლის შემდეგ, "რეალის" შვიდიანმა მოასწრო 53 შეხვედრის ჩატარება და მხოლოდ ხუთი გოლის გატანა. 30-წლის ჰავბეკი დროის უმეტეს ნაწილს ლაზარეთში ატარებს.