ავტორიზაცია

"გადავწყვიტეთ, რომ წინ არ დავუდგეთ", - ალ სადის გენდირექტორი ხავის ბარსაში წასვლის შესახებ

"გადავწყვიტეთ, რომ წინ არ დავუდგეთ", - ალ სადის გენდირექტორი ხავის ბარსაში წასვლის შესახებ
თარიღი 05 Nov 2021, 16:13

„ალ სადის“ გენერალურმა დირექტორმა თურქი ალ-ალიმ „ბარსელონაში“ ხავი ერნანდესის გაშვების გადაწყვეტილება განმარტა.

„რამდენიმე დღის წინ, ხავიმ „ბარსელონაში“ ახლავე წასვლის სურვილი გამოთქვა - თავისი მშობლიური კლუბისთვის ამ კრიტიკულ მომენტში. 

ამ ნაბიჯს ვხვდებით და გადავწყვიტეთ, რომ წინ არ გადავუდგეთ. ხავი და მისი ოჯახი დოჰაში კვლავაც სასურველ სტუმრებად რჩებიან და ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება.“ - ციტირებს ალ-ალის სიტყვებს „ალ სადის“ ოფიციალური პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ალ სადმა“ დაადასტურა, რომ „ბარსელონამ“ ხავი ერნანდესის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა გადაიხადა (დაახლოებით 5 მლნ ევრო) და მწვრთნელი თავისთან წაიყვანა.